ბაია

Collected by Initiative 78

...ერთი ქალი გამომელაპარაკა: მე 76 წლის ვარო და ავადმყოფი ვარო, ძირითადად სახლში ვწევარო, მაგრამ აქციებზეც გამოვდივარ ხოლმე, იმისთვის რომ კარგად გავხდეო. ხო სასაცილოა, მაგრამ მართლა სიცოცხლით და ენერგიით ვივსები აქო. მერე ბევრი მლოცა და მითათუნა ზურგზე. მე ზუსტად ვიცოდი, რას მეუბნებოდა და მისი ლოცვაც იავნანასავით მესმოდა…

...როცა არ უნდა გავიღვიძო და რომელ საათზეც არ უნდა დადგეს ჩემი “დილა”, პირველივე ფიქრი ლოდივით დამეცემა ხოლმე “ნეტა, რა უქნეს ამ ღამეს ბავშვებს?!”...

...დღეს რაღაცნაირად სულ სხვანაირად ამაყი ვარ ქართველობით: ასე მგონია, ღირსება აღვიდგინეთ, მხრებში გავიშალეთ და ფრთები გავშალეთ სრულიად ერმა. მადლობა, მადლობა, მადლობა ყველას, ვინც იბრძვის ♥️ ...

...სრულიად განსაკუთრებული მადლობა ჟურნალისტებს ♥️ დღეს თქვენ ხართ უფლებადამცველები და სამშობლოს დამცველებიც ერთდროულად ♥️...