ია
Collected by Initiative 78
...ძალიან მეშინია დიქტატურის, ამიტომ ახლა მზად ვარ ყველაფრისთვის. როცა რეპრესიები დაიწყო, ფსიქოლოგიურად შევეგუე ყველაფერს. ზოგჯერ იმაზეც ვფიქრობ ციხეში როგორ ვიქნები და რას გავაკეთებ. სულ დაძაბული და დაჭიმული ვარ, მაგრამ ბოლო თვეში იმდენად ძლიერ წინააღმდეგობად ჩამოვყალიბდით, რომ იმედიანად ვარ...
...ვფიქრობ, თუ რაღაცები ისე არ გამოვა, როგორც გვინდა, ის ხომ ვიცი, რომ ამდენი კარგი ადამიანი არსებობს – ესენი ხომ არ გაქრებიან! ჰოდა, მე მათ მივეკედლები...
...ახლა ყველა ფლანგზე ვიბრძვი: ინტერნეტში ტროლებს ვებრძვი, არ ვხარჯავ ფულს მათთან, ვინც აქციებს არ ემხრობა. ინტერნეტში ინფორმაციის გავრცელებას ვუწყობ ხელს. მოკლედ, აქტივიზმი ჩემს სრულგანაკვეთიან სამსახურად იქცა. ვფიქრობ, შედეგი მაშინ დადგება, თუ ყველა თავის მაქსიმუმს გააკეთებს. და მე მგონია, ამ ზღვარს მივაღწიე...