ქეთევან
Collected by Initiative 78
...დაიწყო სხდომა. ადვოკატი არ ჩანს. ვრეკავ. მეუბნებიან რომ მოვა ეხლავე. არ მოდის. ბევრი პროცესია და წინა არ დამთავრდა მალე. იქვე ვნახულობ სხვა ადვოკატს, რომელსაც აქვს ცოტა დრო...
...მოსამართლე კითხვებს უსვამს ჩემ შვილს. ქუჯი პასუხობს. მეწყება მთელი სხეულის ტრემორი. ვგრძნობ ნენეს ხელს. ჩემი დის მზერას. უკან ქუჯის და ჩემი მეგობრები სხედან. ბევრნი ვართ. კიდევ მეოთხედ დიაზეპამს ვსვამ. მოკლედ ეს სასამართლოს ამბავი ცალკე ჯოჯოხეთია. გავიარეთ ესეც. დანაშაული არ აღიარა...