ლაზარე
Collected by Initiative 78
...როცა დამიჭირეს, პირველი რაც გავაკეთე, ძირს დავწექი და თავზე ხელები დავიფარე. ძირს დაწოლილს რამდენიმე წიხლი მომხვდა, () ყველაფერი ამომაცალეს, საფულე, ტელეხონი... ძარცვის მერე წამომაყენეს და გადამიყვანეს იქვე, სადაც მანქანები ჰყავდათ გაჩერებული...
...გადაყვანის დროს ერთმანეთს ეუბნებოდნენ, ჯერ არ დაარტყათ, კამერებიაო და ეძებდნენ იმ სამარშუტოებს, რომელიც საცემრად აქვთ - გეცოდინებათ, სკამების დიდი ნაწილი ამოცლილია, რომ სივრცე იყოს და შიგნით ხალხი სცემონ. ეს არ არის რომელიმე სპეცრაზმელის სპონტანური გადაწყვეტილება ან უცბად ადგილზე გამოგონება: ყველა სპეცრაზმელმა იცის, რომ ვისაც დააკავებენ, იქ უნდა შეიყვანონ, სცემონ და ასე ვთქვათ "დაამუშავონ"...
...გაიხედ-გამოიხედეს, კამერები არ იყო ჟურნალისტების და ჯერ ფეხებში მირტყამდნენ, მერე გადამაფარეს საკუთარი საწვიმარი და უკვე ყველგან მირტყამდნენ. ორი ტიპი მიჭერდა ხელებით და სახეში მირტყამდა. რამდენი და რამდენ ხანს მირტყამდა, ვერ გეტყვით, რაღაც მომენტში გონებაც დავკარგე...
...ბოლოს მარშუტკაში შემაგდეს და იქ ჩემთან ერთად ორი კაცი შემოაგდეს - იქ ჯერ ერთი რაუნდი თან გვცემეს, თან მორალს გვიკითხავდნენ კაცობაზე და ადამიანებზე. თქვენ რანაირი კაცები ხართ, თუ ომი გინდათ, წადით და უკრაინაში იომეთო. თქვენ ხართ, ბიჭო, პატრიოტები, თქვენ ხომ ...რაკში ...ნაური გევასებათ და ახლა ნახეთ, რას გიზამთო...
...ხელახლა გამიკეთა ხელბორკილები და თან მითხრა, ჩემი ნება რომ იყოს, ამას ისე მოგიჭერდით, ხელებს დაგამტვრევდითო და იქვე გადაწყვიტა, რომ თვითონ შეევსო დაკავების ოქმი. იმ ოქმში ჩაწერა, რომ პოლიციელებს ქვას და ასაფეთქებლებს ვესროდი. ცხოვრებაში ასაფეთქებელი არ ამინთია და პოლიციელისთვის ქვა არ მისვრია, პოლიციელისთვის საერთოდ არასოდეს არაფერი არ მისვრია, ბოთლიც არ მისვრია. ეგ რომ ვუთხარი, მკითხა, აბა, პროსტა იყავი აქციაზეო?"...