მადონა

Collected by Initiative 78

...არჩევნების შემდგომ რაც აქციები დაიწყო ერთი დღე არ გამომიტოვებია, ყოველ დღე მთავარ გამზირზე ვიდექი. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში დედა სულ ნერვიულობდა და ყოველ ერთ საათში მირეკავდა, მე მაინც ვიდექი მებრძოლი ხალხის გვერდით...

...ჩვეულებრივ, ისე წავედი, თითქოს წინა დღეს სიმშვიდე იყო და არ დაეჭირათ ჩემი მეგობრები. მაგრამ ამან უფრო გამაძლიერა, რადგან ის მებრძოლი ხალხი გვერდით აღარ მედგა და მეტი პასუხისმგებლობაც ვიგრძენი...

...ვითვლიდი მანქანებს, ავტობუსებს (პოლიციის) და გულდაწყვეტილი ვბრუნდებოდი დაბლა და ვამბობდი - ამდენი საიდან მოიყვანეს, ან რათ უნდათ, რას გვიპირებენ, ვითომ გაგვწირავენ? დღესაც დაგვარბევენ?...

...გოგონა და ბიჭი, ალბათ 20-22 წლისები სპეცრაზმელებს წინ უდგას და ელაპარაკება. მეც ჩავერთე დიალოგში, შოკოლადები გაცვალეს ესენი აქედან უგდებდნენ, ისინი თავისას იქიდან. ბევრი სითბო და სიყვარული მისცეს ამ ბავშვებმა. ზოგიერთი სპეცრაზმელი გოგონაც აღმოჩნდა. დიდი ხანი ვილაპარაკეთ, რომ ერთმანეთი არ გავწიროთ, არ გვინდა, არ დაგვარბიოთ, არ გადმოასხათ წყალი, არ ისროლოთ გაზის კაფსულები, არ შეგვასხათ სპრეი...

...(პოლიციელმა) ჩემი დროშა მთხოვა, რომელიც მხრებზე მქონდა მოხვედული, ეს ის დროშაა გაზაფზულის აქციებიდან რომ მომყვება, ყველა დარბევა გამოვლილი, ყველა მოძრავი მსვლელობის მონაწილე, ერთი დღე არ დავმდგარვარ მთავარ გამზირზე ამის გარეშე... ყველაფერი აქვს შესხმული... ყველაფერი და ბოლოს ჩემი ისტორიის ნაწილი გადავეცი, რომ მშვიდად ვიქნებოდით ყველა და მათი თხოვნით გადავეცი, ჩემი ხელით ავუგდე და გაშალეს 🇬🇪❤️...

...სითბოც გამოვხატეთ და სიყვარულიც, თუმცა იმავე ღამეს დაგვარბიეს და არ მინდა დავიჯერო, რომ მათაც სურდათ, რომ ეს საუბარი ჰაერში წავიდა (ეს ჩემი სუბიექტური აზრია)🙌🇬🇪❤️ მადლიერი ვარ უფლის რომ მე დღეს ამ ყველაფრის, ამ ისტორიის მონაწილე გამხადა. ამდენი ღამის თენებაც და გამძლეობაც თუ მქონდა, აქციის დღეებში აღმოვაჩინე....

...როცა მივდიოდი რუსთაველზე და ვდგებოდი ყოველ საღამო-გამთენიამდე, დაღლას საერთოდ ვერ ვგრძნობდი, მეტიც, კმაყოფილების განცდა მქონდა მეც და ყველას იქ მდგომს, რადგან ვიდექით იმ მებრძოლ ხალხთან ერთად ვინც ისტორიას წერდა...