რიტა
Collected by Initiative 78
...გულით მჯერა, რომ სამშობლოს სამსახურში ყოფნა ყველაზე დიადი რამაა, რაც ერთ რიგით მოქალაქეს შეუძლია გააკეთოს. 12 დღეა ხალხის რაოდენობა არათუ იკლებს, არამედ იმატებს, მიუხედავად აქციის მონაწილეებისადმი გამოჩენილი სასტიკი ძალადობის, დაჭერების, მუქარისა და ტერორისა...
...ვერ წარმომიდგენია ჩემს მოსწავლეებს ვასწავლო თავისუფლება, თავად თუ ვინმეს ან რამეს ვემონები! ყოველთვის, როცა აქციაზე ვდგავარ, მგონია ჩემს წილ აგურს ვდებ საქართველოს განვითარების, განათლებისა და ღირსეული მომავლის შენებისთვის...
...როცა ვერ ვახერხებ აქციაზე გასვლას და ჩემი მეგობრების, ლექტორების, ჯგუფელების, კოლეგებისა თუ სხვა უამრავი პროგრესულად მოაზროვნე ახლობლის გვერდით ყოფნას, თავს საშინლად ვგრძნობ. ძნელია ამ ყველაფრის ეკრანიდან ყურება. ძნელია შეეგუო არსებულ ძალადობას...
...ჩვენ ყველას ერთად გვინდა დემოკრატიული, თავისუფალი და განვითარებული საქართველო, რომელიც ევროპულ სტანდარტებზე გადალაგდება ქართული სულისკვეთებითა და ღირებულებებით! 🇬🇪♥️🇪🇺...