სანდრო
Collected by Initiative 78
...ქუჩაში ყოველთვის მხოლოც იმისთვის ვიდექი, რისიც მთელი გულით მჯერა, ხოლო პროტესტის გამომხატველი ნებისმიერი ადამიანისთვის პროპორციული ძალის არაპროპორციული შედეგების შეძლებისდაგვარად შემსუბუქება და მდგომარეობის მცირედით გაიოლება და მათათვის რაიმე სახის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ჩემს ვალად მიმაჩნდა, მიმაჩნია და ასე იქნება ყოველთვის...
...თქვენ ეს ბავშვები უნდა ნახოთ რა გულით და თვალებით აკეთებენ იმას რისიც სჯერათ და ისინი ჩუმად არიან, რადგან ამას ტირაჟირება არ სჭირდება. თქვენ ჩემი უფროსი კოლეგები და მეგობრები უნდა ნახოთ, რომელებიც ორი, ხანდახან ხუთი ერთმანეთზე მძიმე მორიგეობის შემდეგ რუსთაველზე დგანან და ხალს ერთმანეთის მოფრთხილებას ასწავლიან...
...მე გუშინწინ სასტიკად გამისწორდნენ. (...)შემდეგ კი სურათები გადამიღეს ადამიანებმა, ვინც ალბათ ახალწელს ჯერ მხოლოდ ჩემს ცემაში პრემიად დარიცხულ 200 ლარად შემწვარ გოჭს მიიტანს და ბარაქიანი წლისა და საყოველთაო მშვიდობის სადღეგრძელოს დალევს. ალბათ ახალ ჩექმასაც იყიდის, ძველი ჩემი სისხლითა აქ მოთხვრილი...
...გადამიყვანეს რესპუბლიკის მოედანზე, სადაც ასობით იყვნენ და ჩხრეკდნენ ჩემს ჩანთას. არ ჰქონდათ რეაქცია იმ ფაქტზე, რომ მივდიოდი სახლში, რომ ვიყავი ექიმი, რომ წინააღმდეგობას არ ვუწედი. მათ კი მივყავდი მხოლოდ იმ მითითებით "კამერებს მოარიდეთ" სასურველ ადგილას რომ დამიგულეს და ჩანთაში რესპირატორი მიპოვეს, აი, იქ აენთნენ და ჩამწიხლეს...
...შემაგდეს დაკავების მანქანაში, სადაც პირქვე დამხობილს კიდევ მომხვდა და დამადეს ხელბორკილები. მომიჯინეს ბიჭს, რომელიც ჩემამდე ყავდათ ნაცემი და საკუთარი სისხლით ჰქონდა არემარე მოთხვრილი. ჩემი ვითომ დამკავებელი მერე მხოლოდ იმაზე წუწუნებდა, ქურთუკი დამისვარაო...
...განყოფილებაში რომ მიგვიყვანეს. იქ ყველა კარგი პოლიციელი გახდა, ..რად გინდა ადვოკატი, ამასაც ხელი მოაწერე აზრი არ აქ, შეხედე, მე შენ დასახმარებლად ვარ, ისენი რო გირტყავდნენ მე გავაჩერე, ახლა ოქმს ისე შევადგენ, მოსამართლემ მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მოგცეს, () ტელეფონი და ჩანთა რო წაგართვეს () მაგეებსაც მერე დაგიბრუნებენ,,,
...იქ ვიგრძენი, თუ რამხელა ძალა აქვთ თქვენს/ჩემს მეგობრებს. ოთხ კედელში სულ პაწია დროით გამოკეტილს თავი ასე ბედნიერი არასდროს მიგვრძნია. ცოტა, მაგრამ ვიგებდი, მიწა იძვროდა და იძვროდა ჩემს გამო. ვიგრძენი ჩემი პატარა, თანატოლი თუ დიდი მეგობრების ულევი თანადგომა...
...აბსურდის სპექტაკლია ეს იმიტომ რომ, პროკურორი, გარეთ, მოწმედ მომლოდინე პოლიციელებს ვათსაფში წერდა საქმის მიმდინარეობის თითოეულ დეტალს, თუ რა უნდა ელაპარაკათ. აბსურდის თეატრია იმიტრომ რომ, ამ ორმა ინტელექტუალმა ნორმალურად ისიც ვერ დაიმახსოვრა მე სად ვიდექი და ვის ვაგინებდი. (ორი უერთიერთ გამომრიცხავი ჩვენება მისცეს)...
...მე სასამართლომ მცნო დამნაშავედ, ხულიგნად და კანონდამრღვევად, მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ მე არ დამწყვეტია გული. დღეს მე ყველაზე ამაყი და ბედნიერი ვარ ჩემს ცხოვრებაში. მე ვიხილე, თუ რამხელა ძალა აქვს მეგობორობას და ურთიერთ სიყვარულს. მე ვნახე, თუ რაოდენ ვყვარებივარ თითოეულ ადამიანს. გულწრფელად დიდ მადლობას გწირავთ თითოეულ ადამიანს ჩემი ამბით დაინტერესებისთვის, თითოეული ცრემლისთვის, თითოეული წუთისთვის, თითოეული მესიჯისა თუ პოსტისთვის...